ჩანაწერი
Laravel
მე შენთან ერთად
მე შენთან ერთად ბილიკს ავყვები
დათოვლილ მწვერვალს რომ მივაღწიო,
მე შენთან ერთად ღრუბლებს შევწვდები
მწყურვალს რომ წყალი დაგალევინო.
მე შენთან ერთად შევქმნი მომავალს
სიცოცხლით ტკბობა რომ გაგრძნობინო,
მერე შენს მხარზე თავდადებული
ფიქრს მივცემ ნებას რომ იბოგინოს.
დამალულ გრძნობას გავანდობ ნიავს,
შენ რომ სახეზე მოგეალერსოს
და გრძნობით ნაგებ ჩვენს განვლილ დღეებს
დღეგრძელი ხანა რომ უსახსოვროს.
მე შენთან ერთად ბილიკის ბოლოს
თმაშევერცხლილიც მყარად დავდგები,
ფიქრს დაგვიმშვენებს სიცოცხლის ბოლოს
სახემღიმარი თეთრი ვარდები.
თამარ გელაშვილი
დათოვლილ მწვერვალს რომ მივაღწიო,
მე შენთან ერთად ღრუბლებს შევწვდები
მწყურვალს რომ წყალი დაგალევინო.
მე შენთან ერთად შევქმნი მომავალს
სიცოცხლით ტკბობა რომ გაგრძნობინო,
მერე შენს მხარზე თავდადებული
ფიქრს მივცემ ნებას რომ იბოგინოს.
დამალულ გრძნობას გავანდობ ნიავს,
შენ რომ სახეზე მოგეალერსოს
და გრძნობით ნაგებ ჩვენს განვლილ დღეებს
დღეგრძელი ხანა რომ უსახსოვროს.
მე შენთან ერთად ბილიკის ბოლოს
თმაშევერცხლილიც მყარად დავდგები,
ფიქრს დაგვიმშვენებს სიცოცხლის ბოლოს
სახემღიმარი თეთრი ვარდები.
თამარ გელაშვილი
Laravel
კომენტარი
0