შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შენ არ იცი რა იქნება ხვალ

შენ არ იცი რა იქნება ხვალ,
ფრთებს გაშლი თუ ჩაეშვება მზე,
არ იფიქრო რა გექნება აქ,
რით შეხვდები მარადიულ დღეს.

შენ არ იცი რა იქნება ხვალ.
ფოთოლცვენის როდის გიდგას დღე,
იხარე და გაახარე სხვაც,
დაინახე წრფელ ღიმილში მზე.

შენ არ იცი რა იქნება ხვალ,
რას გიმზადებს ხვალინდელი დღე,
სხვისთვის ნანატრ ფერად ფერად სურვილს
უსათუოდ შეგისრულებს შენც.

ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ,
იმედებით მივენდობი ბედს,
ბედნიერი მომავალის ფიქრით
გავითენებ ჩემს ხვალინდელ დღეს.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →