შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დედა მზეა

დედა მზეა შვილის გულში ჩაბეჭდილი,
მოგიზგიზე იმედების ამნთები.
დედა დღეა შვილის თვალში მოელვარე,
სიხარულის ნაპერწკლების გამჩენი.

დედა მთაა, მთა ფიქრებით დაღარული,
ძლიერი და სალი კლდისებრ მაგარი.
დედა გზაა, ოცნებების სკივრით სავსე,
შვილი- მისი ახდენილი ზღაპარი.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →