შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მე მახსოვს ერთი საღამოს ...

მე მახსოვს ერთი საღამოს ფერი,
მე მახსოვს ერთი წყნარი საღამო,
ყველაფრისფერი, არაფრისფერი,
ოცნებასავით დაუსაბამო.
ვიდექი მარტო, ვიდექი გარეთ,
არ ჩანდა ცა და ცის დასავალი,
არ იყო დღე და არ იყო ღამე,
არც წარსული და არც მომავალი.
იყო მიწა და იყო სიცოცხლე
და იდუმალი, მყუდრო საღამო,
ყველაფრისფერი, არაფრისფერი,
ოცნებასავით დაუსაბამო...
და მინავლული ნათელი მზისა
შემორჩენილი მთებსა და ხრამებს,
გრძნეული ძალით მაძლევდა ნიშანს,
რომ კიდევ ძლიერ შორს იყო ღამე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →