შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

უსასრულო მოლოდინი

იცი რა არის მონატრება? გრძნობებით სავსე? როცა, ელი და და თან იცი, რომ არასდროს მოვა, როცა, ოცნებით დახუნძლული გაათევ ღამეს, და ვარსკვლავებიც გაგიმხელენ ჩადენილ ცოდვას. იცი ძნელია უსასრულოდ ელოდო იმას, ვინც შენს გარეშეც ალბათ ძლიერ ბედნიერია, იცი ძნელია შესცქეროდე ვარსკვლავთა ციმციმს, და ეს ცრემლებიც სხვისთვის ალბათ ზღვაში წვეთია, იცი რა არის მონატრება? და დიდი დარდი? წუთი რომ წამად გრძელდება და მოლოდინს დაღლის ალბათ ამ გულსაც ძლიერ უჭირს ატანა ამის, და დიდ სიყვარულს ელოდება... წრფელსა და ნამდვილს... მაგრამ ვაი, რომ მონატრებას არ უჩანს ბოლო, და ჩემი ცრემლიც არ აპირებს შეწყვიტოს გლოვა და გულიც მაშინ გაიბრწყინებს ბოლოს და ბოლოს როცა ინატრებს დიდ სიყვარულს...და ...ისიც მოვა..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →