შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უტკბესი და უმწარესი (იგავ-არაკი)

ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო!

წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა.

უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არა იპოვებოდესო!

წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.

უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო!

მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარან ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.
Laravel
წყარო: http://shemecneba.ge/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98/

კომენტარი

3
რა მაგარიაა
მადლობა რომ დადე იმდენი ვეძებე ვერსად ვერ ვიპოვე
shinigamy nika უსაქმური დონე 1 · ახალბედა 3 წლის წინ
ძალიან კარგი იგავია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →