შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წაჯე უკუჯექის ცეცხლი (იგავ-არაკი)

რვანი ძმანი ვიყავით. შემომადგა ცოლი: თუცა შენს ძმათ გაეყრები, ასე გაგამდიდრებ, წაჯე-უკუჯექის ცეცხლს აგინთებო.

ღონე ვეღარ დავიდევ: გავეყარე ძმათა. ზამთარი იყო. დამსვა, დაანთო ცეცხლი. მოიტანის ჩალა, დააყარის. რა აანთის, უკუვჯდი, რა შემცივდის, წინ წავჯდი. ეგრე მიყვის. ვკითხე: რა არის-მეთქი?

მან მითხრა: ძოღან დაგპირდი წაჯე-უკუჯექის ცეცხლსა და იგიაო!

ახლა ვაებით ვიარები.

მითხრეს: შენც შენი ცოლისა და ძმის ამბავი თქვიო.

მე ეგრე ვუთხარ: არც ერთი მყავს-მეთქი.

მათ მაგინეს და გამომაძეს: მაშა ჩვენი აუგი რად მოისმინეო?

წამოველ. მოველ ქალაქსა მუყამისასა. მუნ მნახა მკურნალმან, რომელი ყოველთა აქიმთა მთავარი იყო. გამასვენა, მალხინა. აწვია ყოველნი აქიმნი და უთხრა:

- რომელთა უფროსად. ძნელი სამკურნალო საქმე გენახოსთ, ანუ გექმნასთ, სტუმარი ჩემი მოაყურეთ, თუცა იამოს!
Laravel
წყარო: https://www.aura.ge/103-sabavshvo/4964-sulxansaba-orbeliani--tsajeukujeqis-cecxli.html

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →