შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ანინა

chiksss 2 წლის წინ
არ გაცნობილი უკვე სასტიკად მწამხარ,
რომ ვეღარ ვებრძვი დაუცხრომელ მელანქოლიებს,
ვგავარ ქარიშხლებს , ზღვის ნაპირზე აზვირთულ ტალღას,
შენს თვალებასც რომ უგზოუკლოდ აიყოლიებს.

ახლა კი ვიცი , დღეს კი არა აქამდეც გცნობდი,
თითქოს წლებია დაგინახე, მერე გელოდი,
ყველა ღიმილზე ,უფრო მეტად ლამაზი ჩანდი,
და როფორ უფალს ყოველ წუთში გიფრთხილდებოდი.

შენს ჰორიზონტთან ახლაც კი ვდგავარ,
და ჩუმად ველი ღიმილს ვნებიანს,
ქუჩაში სადაც შენი სუნი დგას,
და გვირილები იკრიბებიან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →