შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

annn

chiksss 2 წლის წინ
იმდენად შევიცვალე ახლა მხოლოდ,
წერა შემიძლია ტკივილებზე,
ნეტავ რა მოხდება საბოლოოდ,
როგორ ვისაუბრებ გვირილებზე.

ამდენ გაზაფხულს და ქარიშხლიან,
დღეეს მოუარე შვილებივით,
მაგრამ ტკივილები არ იშლიან,
უკან დამყვებიან ჩრდილებივით.

ფიქრზე მეტად მიყვარს ჩემი თავი,
ალბათ ლოგიკური სინმფტომია,
შენ ხომ თვეების წინ შეიცანი,
ჩემი სიყვარულის სიმფონია.

სულის მეოთხედიც თან წაიღე,
იღებ გადასერილ ნაკვალევს,
მოკლე მეტრაჟებით გადაიღე,
ამდენი დუბლი მაწვალებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →