შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ლოდები

chiksss 2 წლის წინ
მე შემიძლია ვწერო სტროფები,
ისე რომ სხვები გულსაც დათმობენ,
თუმცა, ჩემს ირგვლივ მდგარი ლოთები,
სულ სხვანაირად ლაპრაკობენ.

მე შემიძლია გითხრა ,,მიყვარხარ”
თუმცა ეს ალბათ არის სიზმარი,
გულში დასმული ერთი კითხვა ხარ,
და სიკვდილის წინ ბოლო ნიშანი.

მე შემიძლია თავიც შევწირო,
შენთვის, ოღონდაც ვღირდე კაპიკად,
შენი თმები რომ ხელში მეჭიროს,
და ისე გავქრე დასაბამიდან.

და კიდევ ბევრი რამ შემიძლია,
შენთვის და შენი თვალებისათვის,
შენ თუ ლამაზად გაჩენილი ხარ,
მე დავიბადე წამებისათვის.

ჰო, შემიძლია ვწერო სტროფები,
ისე რომ, სხვები გულსაც დათმობენ,
თუმცა, ჩემს ირგვლივ მკვდარი ლოდები,
სულ სხვანაირად ლაპრაკობენ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →