შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ღამე 2

chiksss 2 წლის წინ
დილა გათენდა ძველებურად ისევ უძილო,
ვარ და ვწუხდები რომ ქუჩებში ხალხის მაგივრად,
ყველგან მტვერია მეგობარო, მე რა ვუშველო,
არ შემიძლია მოგატყუო სხვების ნაირად.

არ შემიძლია, რომ სიტყვებზე წავითამაშო,
ეს ახლა უდრის შენს თვალებში ღმერთის წაქცევას,
არ შემიძლია რომ გრძნობებზე გავითარეშო,
რომ შევეგუო შენი თავის ჩემგან გაქცევას.

შენ ახლა ალბათ, ტკბილი ძილით გძინავს საეჭვო,
ვითარებაში გადახდილი თეთრი საბანით,
შენთვის სიცოცხლე არის სცენა საასპარეზო,
ჩემთვის ცხოვრება სიკვდილია ერთი საბაბით.

დუმს ყველაფერი მე რასაც და სადაც შევეხე,
და ვინღა იცის თუ რამდენჯერ მეტკინა ჯერაც,
სულ დაკაწრული ყვავილები ამ ჩემს ხელებზე,
და ჯანდაბამდეც გზა გქონიათ, თუ კი არ გჯერათ.

მე შევიცვალე…შევიცვალე კორდინატები,
მე შევიცვალე ის ცხოვრება რაც არ მჭირდება,
და თუ მე წავალ და ოდესმე მოგენატრები,
ყველაზე მეტად მონატრება არ მოგიხდება.

დილა გათენდა ძველებურად ისევ უძილო,
ვარ და ვწუხდები რომ ქუჩებში ხალხის მაგივრად,
ყველგან მტვერია მეგობარო, მე რა ვუშველო,
არ შემიძლია მოგატყუო სხვების ნაირად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →