შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქუჩებში

chiksss 1 წლის წინ
გავიდა რამდენი , წელი და უღელი,
რამდენი სევდა და დარდები ყოფილა,
ვზივარ და შენს თვალებს შორიდან ვუმზერი,
და თავს ვგრძნობ რატომღაც შეურაცხყოფილად.

დღეები ილეწავს , სიცოცხლის სურვილებს,
და ქრიან ქარები, ქარები აწყმყოთა,
სხეულში უშენოდ შენივე გული ცემს,
ის გული რომელიც ყოველთვის მახსოვდა.

დავდივარ შარებზე , აჩრდილთა არიიმით,
და სუნთქვა შეწყვეტილ, ვუყურებ მარყუჟებს,
ვიცი , რომ ყოველდღე შენს ქუჩას გავივლი,
იმ ქუჩას, სულ ყველა ტკივილს რომ აყუჩებს.

თვალები თუ ამბობენ, ჩემებმაც ისაუბრონ,
თუ როგორ მომენატრე , თუ როგორ მჭირდები და
ჩემი ქალღმერთო და ჩემო სიყვარულო,
როგორ მოგიტაცო, ჩემი სიზმრებიდან?

გავიდა რამდენი , წელი და უღელი,
რამდენი სევდა და დარდები ყოფილა,
ვზივარ და შენს თვალებს შორიდან ვუმზერი,
და თავს ვგრძნობ რატომღაც შეურაცხყოფილად.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →