შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მიყვარხარ

chiksss 1 წლის წინ
გვეყოფა მეგობარო , რამდენჯერ გათენდა და
არც ერთხელ სიყვარულზე არ გვითქვამს არაფერი,
მზე ისევ ამოვიდა შენივე გულიდან და
რომ ჩავა , იცოდე უთხარი ყველაფერი.

რომ მოვა გაზაფხული და ატმის ყვავილები,
გაუფრჩქნებიან შენი თითებიდან,
შენ ალბათ ყველაზე რთული ხარ გაცილებით,
ყველაზე ლამაზი ქალი ხარ სიზმრებიდან .

ვიცი რომ საკმაოდ რთული გაქვს მომენტები,
და მაინც არასდოს არ ამბობ , დავიღალე-ს
ოდესღაც სიყვარულით ცოცხლობდნენ პოეტები,
მე კიდევ ავდექი და სიკვდილი დავიმატე.

მიყვარხარ…არაფერს არსდროს შეუშინდე,
და მე რომ არ ვიქნები, ეცადე გამიხსენო,
მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ , სიკვდილამდე!
არავის დაუჯერო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →