შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

კვადა

chiksss 1 წლის წინ
ადრე მიყვარდა ღამის
თენება ,
აღარ ვუყვარვარ ახლა
ღამესაც,
რაც სხვისი იყო ვერ შევირგე,
რაც ჩემი იყო გამექცა.

კვადა ეგ ღიმილი როგორია,
რაც ახლა შეგეპარა სახეზე,
ისიც ჩემსავით ობოლია,
ისიც ჩემსავით ათენებს.

ღამეებს უძიროს და უსასრულოს,
არ აქვს ნერვები და ოთახი,
ცდილობს სიმშვიდე იპოვის და
უწყლო ყვავილივით ქოთანში.

ჭკნება , იფერფლება მისი სახე,
როგორ მჭირდები რომ ჩაგეხუტო,
რამენაირად რომ შეგითანხმდე ,
არასდროს რომ არ გამებუტო.

მიდი დაინახე შენი სახე,
როგორ შევცვლილვართქო ასე თქვი,
გულში წერილები შეინახე,
სადაც დავიწყეთ და გავჩერდით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →