შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

gvirilebi

chiksss 1 წლის წინ
ნოემბრის ქარებივით, ჩუმია შემოდგომა,
თვალებზე უძილობის გამიჩნდა ნაპრალები,
შენ კიდევ არაფერი, შენ სულ არ გეტყობოდა,
რამეს რომ განიცდიდნენ, მაგ თმებზე ნაწნავები.

როგორი ბედნიერი იყავი ჩემო თავო,
და როგორ შეგეცვალა , სახეზე ღიმილები,
შენ რატომ წახვედი და დამტოვე მეგობარო,
აქ თურმე რა ჩუმად ჭკნებიან გვირილები.

გთხოვ მოდი და გულზე ჯვარივით მომეკარი,
გთხოვ სუნთქვა მაიძულე, მინდა რომ გავიღვიძო,
ვიცი , რომ გიყვარვარ და ვიცი რომ მოგენატრე,
არასდროს არ იფიქრო, არასდროს არ იტირო.

გზად თუმრე ჭადრებია, ჩუმი და მისტიური,
მე ისევ ვამჯობინე, ლოთებთან მეგობრობა ,
რაც უფრო მეშინია და დარდებს გავურბივარ ,
მით უფრო ახლოს დგას და მიღიმის შემოდგომა.

ვგავარ გადასატან დღეებს , უნიათოს,
ვგავარ ქუჩის მხატვარს, თითქოს ქარი ქროდეს,
თითქოს არასოდეს არ მსურს რომ გინატრო,
მე უფრო ხშირად ვემსგავსები ქუჩაში ლოთებს.

როგორი ბედნიერი იყავი ჩემო თავო,
და როგორ შეგეცვალა , სახეზე ღიმილები,
შენ რატომ წახვედი და დამტოვე მეგობარო,
აქ თურმე რა ჩუმად ჭკნებიან გვირილები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →