ჩანაწერი
Laravel
🦩
ქარია, და ახლაც შენს ფიქრებს მაუწყებს,
ან როგორ იქცევი, ძვირფასო ამჯერად,
ვზივარ და ის ერთი შეკითხვა მაწუხებს,
მიყვარხარ და მაინც საერთოდ არ გჯერა,
ჩემი და საერთოდ არ ისმენ მონოლოგს,
დამტვერილ თითებზე, შერჩენილ სუნთქვებს და
ხომ იცი არ მჯერა, ზღაპრის და ბოლოს ჯობს,
საერთოდ არ ვიყო , ან ვიყო სიზმრებთან.
მიყვარხარ , განცდიდან განცდამდე მანძილით,
იქ უფალს ეწერა ჩვენზე რომ შევხვდებით,
მე მარტოსული პოეტი კაცივით,
მოვალ და გეხები.
თვალებზე,
ხელებზე,
თითებზე,
და სუნთქვას შეწყვეტენ ჭადრები ბოლო ჟამს,
გზა შენი თმებიდან გაფურჩქნულ ტიტებზე,
მიმიყვანს და ვეღარ ვეშვები მონობას,
შენს სილამაზეზე, ბევრი მაქვს სათქმელი,
ვზივარ და ვხვდები რომ არც ისე მარტივად,
მოვედი შენამდე ჩემი სახელით,
და მაინც არც წამითაც არ მტკივა.
ან როგორ იქცევი, ძვირფასო ამჯერად,
ვზივარ და ის ერთი შეკითხვა მაწუხებს,
მიყვარხარ და მაინც საერთოდ არ გჯერა,
ჩემი და საერთოდ არ ისმენ მონოლოგს,
დამტვერილ თითებზე, შერჩენილ სუნთქვებს და
ხომ იცი არ მჯერა, ზღაპრის და ბოლოს ჯობს,
საერთოდ არ ვიყო , ან ვიყო სიზმრებთან.
მიყვარხარ , განცდიდან განცდამდე მანძილით,
იქ უფალს ეწერა ჩვენზე რომ შევხვდებით,
მე მარტოსული პოეტი კაცივით,
მოვალ და გეხები.
თვალებზე,
ხელებზე,
თითებზე,
და სუნთქვას შეწყვეტენ ჭადრები ბოლო ჟამს,
გზა შენი თმებიდან გაფურჩქნულ ტიტებზე,
მიმიყვანს და ვეღარ ვეშვები მონობას,
შენს სილამაზეზე, ბევრი მაქვს სათქმელი,
ვზივარ და ვხვდები რომ არც ისე მარტივად,
მოვედი შენამდე ჩემი სახელით,
და მაინც არც წამითაც არ მტკივა.
Laravel
კომენტარი
0