შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მომეფერე (ი.ხ -ს)

მოდი ამ ღამეს ჩემთან იყავ ნუ მებუტები,
ჩემს გიჟურ გრძნობებს შემოვახვევ მე შენს დალალებს,
ხან შემოდგომით შენს ჩანაფიქრს წვიმად მოვყვები,
რომ გისველებდეს სიხარულის ცრემლები თვალებს.


ჩავიკეტები მე შენს გულში ლოცვით დაღლილი,
იქ შევხვდებოდი შემოდგომით ფოთლების ცვენას,
აღარ იქნება კვლავ ჩვენს შორის დიდი მანძილი,
არც მონატრებულ ჩვენს სიყვარულს დავუწყებ ძებნას.


სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 1.10.2025 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →