ჩანაწერი
Laravel
გზა წუთისოფლისა
წუთისოფლის გავლილ გზას თუ გადახედავ,
შეუმჩნევლად ფანტელივით მალე დნება,
დღეს რომ ჰყვავის, ხვალ ქრება და აღარ ჩნდება,
ბერდება და ბოლოს მხოლოდ სული რჩება.
ხან კი დარდობს კაცი მარტო, თავის გულში,
ხანაც ცისკენ იხედება კვლავ იმედით,
ზოგჯერ, მძიმედ იარება ხორცი სულში,
ზოგჯერ, გული უძგერდება გამალებით.
მაგრამ, შიგნით ცრემლი ღვარად ჩასდენია,
რადგან ბნელი ღამე ტლანქად მოაბიჯებს,
გაიხარებს... ფერთა გამა რამდენია…
თუკი ბედი ერთხელ მაინც გაუღიმებს.
ხან იცინის, თითქოს ცოდვა არ სტკენია,
ფიქრი არღვევს ღამეების მდუმარებას...
განა ყველა დაფასდება, ვინც წრფელია,
ვინც კი ღმერთთან ჩააბარებს აღსარებას.
სპარტაკ ყავრელიშვილი
01. 05.2025 წ.
შეუმჩნევლად ფანტელივით მალე დნება,
დღეს რომ ჰყვავის, ხვალ ქრება და აღარ ჩნდება,
ბერდება და ბოლოს მხოლოდ სული რჩება.
ხან კი დარდობს კაცი მარტო, თავის გულში,
ხანაც ცისკენ იხედება კვლავ იმედით,
ზოგჯერ, მძიმედ იარება ხორცი სულში,
ზოგჯერ, გული უძგერდება გამალებით.
მაგრამ, შიგნით ცრემლი ღვარად ჩასდენია,
რადგან ბნელი ღამე ტლანქად მოაბიჯებს,
გაიხარებს... ფერთა გამა რამდენია…
თუკი ბედი ერთხელ მაინც გაუღიმებს.
ხან იცინის, თითქოს ცოდვა არ სტკენია,
ფიქრი არღვევს ღამეების მდუმარებას...
განა ყველა დაფასდება, ვინც წრფელია,
ვინც კი ღმერთთან ჩააბარებს აღსარებას.
სპარტაკ ყავრელიშვილი
01. 05.2025 წ.
Laravel
კომენტარი
0