შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უფალო ნუ მიწყენ ( საქართველოს გულისთქმა )

ნუ მიწყენ ზვიადობას ყოვლად სახიერო,
ვგრძნობ მადლსა ძლიერს შენგან მონიჭებულს,
სულს ფრთოსანს სიმაღლეზე ლოცვად აღმყვანებელს,
სიცოცხლე მოწყურებულს სიკვდილი მეტად მძულს.

განვიცდი ამას და ვისწრაფვი ნათლისკენ,
რომელსაც მე ვხედავ ძნელი გზის დასასრულს,
უფალო ძალთაო, უფალო ნუ მიწყენ,
ხელი არ გამიშვა, უშენოდ არა მსურს.

სპარტაკ ყავრელიშვილი
17.12.2024 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →