შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ია

-------------------------------------

გაზაფხულზე ამოსულა ია
და ნამიან ბალახს შეჰფარვია,
ეშიანია, თვალი გაუღია,
განაბულა ლურჯთვალა, კოპწია.
სადაც თვალით დამინახავს ია,
ყველგან მისი ნაზი სურნელია,
ცვარ-ნამებში ამოსული გქვია
შენისთანა კაბა ვის აცვია?
ცქრიალებდი ველად ტურფა იავ,
თავს სიმშვენით აწონებდი ნიავს,
გაზაფხულის მთხრობელო, პრანჭიავ,
დედის ცრემლით ამოსულო ია.


ავტორი: სპარტაკ ყავრელიშვილი
თბილისი, 17.11.2023 წ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →