შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

თუ ერთხელ მაინც..

თუ სიყვარულით ერთხელ მაინც არ გყვარებია,
მაშ, ვერ გაიგებ, როგორია ტკბილი სიცოცხლე.
თუ მონატრებით არასდროს არ მოგნატრებია,
მაშ, ვერ გაიგებ, როგორია გრძნობის სიმდიდრე.

თუ არასოდეს ერთხელ მაინც არ გიტირია,
მაშ, ვერ გაიგებ როგორია სიცილის ფასი.
თუ ერთხელ მაინც ღვინო ყანწით არ შეგისვია,
მაშ, უკვდავების წყალს ვერ შესვავ, სიცოცხლის თასით.

თუ ერთხელ მაინც, არასდროს არ გაგღიმებია,
მაშ, არასოდეს არ იქნება ცრემლი შენს თვალზე.
და თუ არასდროს ფეხქვეშ მიწა არ გამოგცლია,
მაშ, ვერ დადგები და ვერ იცხოვრებ ამ ქვეყანაზე..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →