ჩანაწერი
Laravel
ქალი
იმ დღეს მზესაც კი შეშურდა შენი,
თავი დახარა და განზე გადგა.
თბილად რომ გევლო ცივ შემოდგომით,
ხეები ფოთლებს გიფენდნენ დაბლა.
მყარი ნაბიჯით მისდევდი ქუჩებს,
შემოგცქეროდა ათასი თვალი.
არვინ იცოდა, ყალბი ღიმილით
მიაბიჯებდა გულმკვდარი ქალი.
ეკალბარდებით გადავლილ გზებზე
საგზლად ატარე დაცინვა ბედის.
ბედნიერებას ეტრფოდი, მაგრამ
ხელთ გეპყრა მხოლოდ დამჭკნარი ვარდი.
ახლა მიდიხარ გზააბნეული,
ძველი დიდების მოგსდევს წარსული.
ერთი შეცდომით დაღუპე აწმყო.
ნუგეშად დაგრჩა მოგონებები...
თავი დახარა და განზე გადგა.
თბილად რომ გევლო ცივ შემოდგომით,
ხეები ფოთლებს გიფენდნენ დაბლა.
მყარი ნაბიჯით მისდევდი ქუჩებს,
შემოგცქეროდა ათასი თვალი.
არვინ იცოდა, ყალბი ღიმილით
მიაბიჯებდა გულმკვდარი ქალი.
ეკალბარდებით გადავლილ გზებზე
საგზლად ატარე დაცინვა ბედის.
ბედნიერებას ეტრფოდი, მაგრამ
ხელთ გეპყრა მხოლოდ დამჭკნარი ვარდი.
ახლა მიდიხარ გზააბნეული,
ძველი დიდების მოგსდევს წარსული.
ერთი შეცდომით დაღუპე აწმყო.
ნუგეშად დაგრჩა მოგონებები...
Laravel
კომენტარი
2