ჩანაწერი
Laravel
ოპტიკური ილუზია
კაცმა, იმაზე მეტად რომ მიყვარდა, ვიდრე შემეძლო,
ლავაქვით ამოქოლილი ტბები გაახილა,
წამწამები და ქუთუთოები ააშრიალა
და სწორ, პრიალა ზედაპირზე მთელი სხეულით ამირეკლა;
თვალსა და თვალს შუა რომ გავეჩხირე,
იძულებული გახდა, ჩემი სადაურობა ეკითხა.
ვუპაუხე:
- თანდაყოლილი მხედველობის დეფექტი გაქვს. . .
ამიტომ მთელი ეს დრო ვერ აღმიქვამდი,
არადა თავით შენს ნაპირებს ვეხეთქებოდი. . .
- იქნებ, მართლა ბრმა ვარ, როგორც მითხარი,
ყრუც ხომ არა ვარ?
ნაბიჯების ხმას მაინც ხომ გავიგონებდი? –
მიპასუხა
და და მთხოვა, მეამბა რაიმე მასზე,
მის ცხოვრებაზე -
ის მომეყოლა, რასაც ვხედავდი,
როგორადაც დამამახსოვრდა მისი ამბები. . .
და მოვუყევი ყველაფერი, რაც კი ვიცოდი,
მან კი მითხრა, რომ ის ამბები, რომლებსაც ვყვები,
არ არსებობენ, რომ მე შევთხზე,
ან არასწორად დამინახავს, რასაც ვხედავდი. . .
და როცა ვკითხე:
- აბა, ის ცხვრები, ლავაქვის ტბაში ყოველ ღამე რომ აძოვებდი?
ან ფურირმები,
კარადებად გადაცმული ხეებიდან კაბებს რომ ძოვდნენ,
ან ის ქალი,
შენს დანახვაზე ორივე თვალში მკვდარი თევზები რომ უცოცხლდებოდა?. . .
და მიპასუხა:
- არაფერი არ იცი ჩემზე,
სულ არაფერი. . .
ტყუილად მდგარხარ იმ ნაპირზე, სადაც იდექი. . .
- და შენ გინდოდა, დამენახე? -
ვკითხე და მითხრა:
- ისე მინდოდა, იმ ამბებიდან, რასაც ყვებოდი,
ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო სიმართლე ან გამონაგონი,
სიმართლეს რომ ოდნავ მაინც მომაგონებდა...
და თუკი მართლა იქ იდექი, სადაც შენ ამბობ
და უყურებდი ჩემს ცხოვრებას,
ვერაფერი რატომ ვერ ნახე ჩემზე ან ჩემში?! .

კომენტარი
0