შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

,,ილუზია"

გამეღვიძა... ბედნიერი... ღიმილიანს...
ფანჯრიდან ჩანს ცხელი ქუჩა,
ისე გრილა ჩემს ფიქრებში
ნეტა სულ არც გამეღვიძა...!


ტანს მოვიცვი თეთრი ტილო
გაბადრული ვუმზერ სარკეს,
მეცინება ასე ადრე, ნეტა რისთვის-ვისთვის ავდექ?!


ვიხედები სარკიდან და ხალხი ბრუნავს, ოხრავს, სცხელათ,
მე კი გრილად ვუმზერ ხალხს და არ მაწუხებს, რომ სურთ შველა!



დილის შვიდი საათია, ნელი სიო მიწეწავს თმებს,
ფანჯრის დახურვას რომ ვცდილობ, ვხედავ ჩემს ხელს ხელი ახლეს...
შევკრთი, გარეთ გავიხედე, ისევ გრილა, ისევ ქარი...
ვითომ ილუზია იყო?! იქნებ, მონატრების კვალიც..!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →