შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თქვენი იები

მ. ხ–ს
თქვენი იები,
ნალოლიები,
ლარნაკში თვლემენ წუთის მდგმურები,
მე კი, ვარჩევდი სიკვდილს ტყვიებით,
ვიდრე ლოგინში საყვედურებით.
გმადლობთ,
გლოვის დღეს რომ გაგახსენდით;
მზიან აკორდებს როგორ მღეროდით?!
როდესაც სული სავსეა სევდით,
ხოლო ცხოვრება უიმედობით.
დაე, ლოდინით დაღლილ თვალებმა,
რაღაც იმედით ისევ იელვონ,
– რა დაგვიტოვეს ცოდვილმა წლებმა?
– ხსოვნა! – ყველაფრის სამაგიეროდ!…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →