შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მეცხრამეტე ის საუკუნე

ზოგჯერ, ღირსება გაყიდული და
შებღალული,
მოვძებნე ჩემთვის, გავაღმერთე
და დავიგულე,
და მიყვარს იგი,
შერისხული და გატანჯული,
სევდით აღსავსე მეცხრამეტე
ის საუკუნე!..
ის საუკუნე!
ის საუკუნე!
გახედე ყვარელს,
დედისერთას გახედე ხერთვისს,
როგორ ხმიანებს შენთვის, ჩემთვის,
ყველასთვის, – ჩვენთვის!
ო, ალექსანდრევ, ხევისბერო
გოჩავ ძლიერო,
შენ მოგვეც რწმენა, ჩვენ რა გიძღვნათ
სამაგიერო.
– ვისი გორისა ხარ? Mმუდამ გვწამდეს,
მუდამ გვახსოვდეს,
შენ გვიანდერძე, – რომ ღირსება ჩვენი
ფასობდეს………
მოვმართე ჩანგი, გავაღმერთე და
დავუგულე,
ძვირფასი, როგორც მეცხრამეტე
ის საუკუნე!…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →