ჩანაწერი
Laravel
ღალატს
ღალატს არ შევურიგდები
ორპირს არ მივცემ პირობას
პატივის ვინც არ გცემს იმისთვის
არც ღირს თავს გასვლა ,გმირობა
უნდა გაბედო სიმართლე
მოყვარეს პირში უძრახე
მერე გაიგებ თუ გიძმობს
მეგობარს თუ დაგიძახებს
არ მინდა მქები ,პირფერი
იერით ყალბი მთმენია
არ მინდა გავხდე მეც მსგავსი
ზურგსუკან მკბენი მელია
არ დავიბრალებ რაც არ ვარ!
რაცა ვარ ეს ვარ მდინარე!
სულ მუდამ წმინდა არა ვარ
ვისვრები,ვხდები მძვინვარე
ვერ დამაჩოქებს სიბნელე
ითმინე გულო მტერობა
მაშინებს გზა აბნეული
ტყუილი და უღმერთობა
მაშინებს თავი გრძნეული
მომთმენი,ურჩი ბნელია
ვშიშობ რომ არ მომერიოს
მეც არ ვიცვალო ფერია
ძალა სიყვარულს ჭირდება
მტრობა ვის გაუჭირდება?
მიწა გიბრუნებს რაც დარგე
ბნელს გზაში დაუბნეელდება
მე ვარ ყოველი ნაჭერი
ამ ცის ,ამ ზღვის და მიწისა
მინდა რომ ვთესო ნაყოფი
გრძნობის და წმინდა სიტყვისა
იბრძოლე სულო იბრძოლე
არ შეუშინდე ტანჯვასა
რაც მართალია შენს თავში
გადაურჩება გვალვასა
არ შეურიგდე ერთ ადგილს
დალპობას,გახრწნას ხალხშია
შენი გზა სხვა გზებს მიჰყვება!
შენი გზა მათგან ხსნაშია...
ორპირს არ მივცემ პირობას
პატივის ვინც არ გცემს იმისთვის
არც ღირს თავს გასვლა ,გმირობა
უნდა გაბედო სიმართლე
მოყვარეს პირში უძრახე
მერე გაიგებ თუ გიძმობს
მეგობარს თუ დაგიძახებს
არ მინდა მქები ,პირფერი
იერით ყალბი მთმენია
არ მინდა გავხდე მეც მსგავსი
ზურგსუკან მკბენი მელია
არ დავიბრალებ რაც არ ვარ!
რაცა ვარ ეს ვარ მდინარე!
სულ მუდამ წმინდა არა ვარ
ვისვრები,ვხდები მძვინვარე
ვერ დამაჩოქებს სიბნელე
ითმინე გულო მტერობა
მაშინებს გზა აბნეული
ტყუილი და უღმერთობა
მაშინებს თავი გრძნეული
მომთმენი,ურჩი ბნელია
ვშიშობ რომ არ მომერიოს
მეც არ ვიცვალო ფერია
ძალა სიყვარულს ჭირდება
მტრობა ვის გაუჭირდება?
მიწა გიბრუნებს რაც დარგე
ბნელს გზაში დაუბნეელდება
მე ვარ ყოველი ნაჭერი
ამ ცის ,ამ ზღვის და მიწისა
მინდა რომ ვთესო ნაყოფი
გრძნობის და წმინდა სიტყვისა
იბრძოლე სულო იბრძოლე
არ შეუშინდე ტანჯვასა
რაც მართალია შენს თავში
გადაურჩება გვალვასა
არ შეურიგდე ერთ ადგილს
დალპობას,გახრწნას ხალხშია
შენი გზა სხვა გზებს მიჰყვება!
შენი გზა მათგან ხსნაშია...
Laravel
კომენტარი
0