შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ფერფლი და ნიავი

ეს გემები და ნაპირები
ისევ შეხვედრას აპირებენ,
გული არ დარჩებათ აღელვებულ
აურ-ზაურებში გაუვლელი.
მიმართულებაა საორჭოფო,
ჩემი სინამდვილე გადათვლილი,
ყველა სამყოფელი გამოვლილი,
ახლა სადაც გინდა იქ მამყოფე.
დარჩება ფიქრი და განთიადი,
ფოთლების ფერფლი და ნიავი,
დღე, როცა ქუჩაზე ჩამიარე
და აელვებული სიამე,
უკვე გამოვლილი ბილიკების
ყოველი განცდა და ტრფიალი..
შენ სინამდვილესთან მიმაცილე
და მე კიდევ ბევრი ვიარე.
ვერსად მივაგენი მაგალითებს
უფრო სევდიანი იერის,
ჩვენ ხომ სიყვარული აგვარიდეს -
მარადიულია იარა..
მიმართულებაა საორჭოფო,
ფოთლების ფერფლი და ნიავი,
ახლა ბინდი ადგას ამ სამყოფელს,
როცა ასე დავიგვიანეთ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →