შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მშვიდი შეგებება

იყო და დასრულდა,
ფიფქებად დასუდრა..
შენ ერთიც იმღერე
იმედის სიმღერა.
მიდიან წამები,
თითქოს სიზმარია,
თეთრი გრიგალები
და მთები არიან,
ღამეა ამინდად,
არ მინდა თავიდან
დაიწყოს არია,
იმღერონ გედებმა
მშვიდი შეგებება..
თოვს... და სიწყნარეა..
მოაქვს დროს შორიდან,
ომში ნასროლი და
სისხლივით ნამდვილი,
სიტყვების ნაპირი..
ასეთი ომიდან
ვერავინ მოვიდა,
მხოლოდ არეული
და მძიმე აპრილი..
ფიქრივით, დარდივით,
ცრუ მისამართივით
შემორჩა ქუჩები,
გზები და მანძილი..
გარეთ კი ქარია,
გაყვება ღამეებს
ნახევარმთვარიანს..
სათუო ოცნებას,
სათუო მხარეებს,
თუ სადმე არიან..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →