შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მისამართი

ზამთარმა ისევ გაშალა ფრთები,
ქარს ვეხეთქები,
გულს სხვაგან ყოფნის დანა მისერავს
და დგანან ნაცნობი სილუეტები.
ჩავიარე ეს დარდის დაღმართი
და მარტო დავრჩი,
უფრო მარტო, ვიდრე ვიყავი
და დრო წარსულის, ვით ღამე ბნელი,
თოვს დაუღლელად.
ხეები ირხევიან ქარში,
როგორც მოჩვენებები ბავშვის სიზმარში
უდაბურია ღამე, წამი მოსისხარი,
შვება საშიშარი სულში გაეშალა.
მე კი ვდგავარ და მოდის არეული
ომი ღამეული,
ფეთქავს კარი ქარით გალეული.
ფარდებს დაშვებულს სუნთქვა ამშვენებს
და აქ ახლა აღარ არიან ბავშვები.
თითქოს დუმილია სულის,
მარადიული,
და ჩემი გული უფსკრულია
თვალუწვდენელი..
დრო მიდის ისევ მონიშნული მისამართისკენ
და ქარი ეხეთქება კარს ჩარაზულს..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →