ჩანაწერი
Laravel
სიტყვა
დახურე კარი,
არავინ არის,
არავინაა..
თოვლია გარეთ,
მიედინება
თეთრი მდინარე
და ზამთრის ქარებს
ეფარება ვით უსახლკარო..
ყოველი წამი შეიცვალა,
მე კი ვიწამე,
რომ ვარ მიწა მე და ნაცარი
და დამიცავი ჩემი თავისგან,
მაშინ გიცანი,
შენი ცის ნამი სიტყვას მაწვდიდა,
იყო ნამდვილი და ცამდე მართალი,
ცა კი ცრემლებად დაიღვარა,
მეც დავიღალე,
და როგორც მშრალი -
დაიშალა ყველა სიამე,
და დროც გავიდა სანამ ვიარე..
ახლა კი სახლში წამიყვანე
თეთრო მდინარევ.
არავინ არის,
არავინაა..
თოვლია გარეთ,
მიედინება
თეთრი მდინარე
და ზამთრის ქარებს
ეფარება ვით უსახლკარო..
ყოველი წამი შეიცვალა,
მე კი ვიწამე,
რომ ვარ მიწა მე და ნაცარი
და დამიცავი ჩემი თავისგან,
მაშინ გიცანი,
შენი ცის ნამი სიტყვას მაწვდიდა,
იყო ნამდვილი და ცამდე მართალი,
ცა კი ცრემლებად დაიღვარა,
მეც დავიღალე,
და როგორც მშრალი -
დაიშალა ყველა სიამე,
და დროც გავიდა სანამ ვიარე..
ახლა კი სახლში წამიყვანე
თეთრო მდინარევ.
Laravel
კომენტარი
0