ჩანაწერი
Laravel
მიდის ეს ცხოვრება ნელა ნელა
მიდის ეს ცხოვრება ნელა ნელა
უკვე ჩამოთოვა ვერანდები,
ყველგან შენი სახე მელანდება,
თავად არავის არ ველანდები.
ძილმა ისევ თავი ამარიდა,
თოკზე გაკიდულა პერანგები,
ახლა არაფრის თქმა აღარ მინდა
მხოლოდ ერთს გეტყვი რომ მენატრები.
აღარც სიცოცხლეა ჩემი ნება,
გრძნობას ქვეშ მიწერით ვეფარდები,
ვწევარ უაზროდ და მეღიმება,
ალბათ საღამომდე ვერ ავდგები.
სადღაც შემოდგომაც მეკარგება,
აღარც ფოთლებია ფერადები,
უკვე ოცნებებიც მეზარება
რადგან ვერასოდეს ვერ ახდები.
შმაგი წიკლაური
უკვე ჩამოთოვა ვერანდები,
ყველგან შენი სახე მელანდება,
თავად არავის არ ველანდები.
ძილმა ისევ თავი ამარიდა,
თოკზე გაკიდულა პერანგები,
ახლა არაფრის თქმა აღარ მინდა
მხოლოდ ერთს გეტყვი რომ მენატრები.
აღარც სიცოცხლეა ჩემი ნება,
გრძნობას ქვეშ მიწერით ვეფარდები,
ვწევარ უაზროდ და მეღიმება,
ალბათ საღამომდე ვერ ავდგები.
სადღაც შემოდგომაც მეკარგება,
აღარც ფოთლებია ფერადები,
უკვე ოცნებებიც მეზარება
რადგან ვერასოდეს ვერ ახდები.
შმაგი წიკლაური
Laravel
კომენტარი
0