შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მონატრება

ჩემი მონატრება ფერადია,
შენი მონატრება ნაცრისფერი
ჩემი მილიონის ჯერადია
შენი დამყოლია არც ისეთი.

ჩემთან მარტოობის სურნელია,
შენთან ხმაურია გაცილებით,
ყველა სიყვარული სულელია,
სულში იღიმიან მაცილები.

სასაცილოა თუ სატირალი,
ლექსში ვერ გადმოვცემ დაწვრილებით,
ღამეს შეუმოკლდა საფიქრალი,
ჩვენ კი გვიგრძელდება მანძილები.

მინდა ეგ თვალები გაგინათო,
როდის ვარიგებდი დაპირებებს,
მერე თავი როგორ გავიმართლო,
ჩემი ქცევები რომ გატირებენ.

ჩემი მონდომება ულევია,
გრძნობებს შევაგროვებ ნაწილებით,
ჩემთან მარტოობის სურნელია,
შენთან ხმაურია გაცილებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →