შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ისევ მოწყენა და ცრემლი ..

ისევ მოწყენა და ცრემლი,
ისევ უსასრულო გლოვა,
ფიქრი საფიქრალზე ბევრი.
ნუთუ ის არასდროს მოვა.

ბევრჯელ დაწყვეტილი გული.
ფეხქვეშ გათელილი გრძნობა.
მაინც შემართება მგლური.
ძმისთვის შეფიცული ძმობა.

ბოღმით ავსებული თასი,
წყენა გამხელილი ლექსში.
სიტყვის დაკარგული ფასი,
ცუდის გამოცნობა ბევრში.

ეკლით დახლართული გზები,
ხშირად ლაბირინთი ვიწრო..
პირში მოპირფერე მტრები.
ძნელია მოყვარე იცნო...

შეშლილი მარშალი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →