შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მიღამდება მითენდება შენზე ფიქრში ..

მიღამდება მითენდება შენზე ფიქრში,
ამ გულს უნდა შენით თრობა სამუდამოდ,
ვერ ვპოულობ სხვა საფიქრალს მე შენს იქით,
სხვისთვის ქალო. მაგრამ ჩემთვის, ნატვრისთვალო.!.

ეგ თვალები, . მაგიჟებს და მაოცებს,
შენი თმებით გაბრუება მინდა.
რომ შემეძლოს ისე ნაზად გაკოცებ,
მთელ სხეულში თრთოლვა დაგივლიდა.

რა დავწერო მომენატრე ვნებიანი,
მთა-გორებსაც დასტყობიათ სიმარტოვე,
შავ ღამეებს თეთრად ვათევ სევდიანი,
ნუთუ მართლა, სამუდამოდ მიმატოვე?.?

შეშლილი მარშალი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →