შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მიილევა შენზე ფიქრში სავსე მთვარეც ..

მიილევა შენზე ფიქრში სავსე მთვარეც,
და ეს ღამეც შემოიმსხვრევს დილას მხრებზე,
არ გამკიცხო ვერ ვივიწყებ თუ შენს თვალებს,
არც იმიტომ თუ სხვა თვალებს აღარ ვეძებ...

მინდა შენით გამითენდეს ყველა დღე და,
ყოველ ღამით შენთან ერთად დავიძინო,
რომ გულიდან გადავრეცხო ყველა სევდა,
მაგ თვალების ზღვაში მინდა ჩავიძირო..

მზემაც უკვე მიანათა ცის კაბადონს,
სულ მზიანი გაგითენდეს ყველა დილა,
ჩემი გული არასოდეს არ გღალატობს,
სახლამდეც ხო ჩემმა ფიქრმა მიგაცილა....

შეშლილი მარშალი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →