შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გათენება გათენებამდე

გათენებაზე ადრე ვთენდებით, რომ უფრო მეტჯერ დაგვიღამდეს ნათლად ბნელი ღამე. /წლების მანძილზე ვიქეცით სინათლეზე მონადირედ, მაგრამ ბრაკონიერად გვხედავს მზე. ფანრით ვანათებთ მთვარეს, კრატერებში ვთესავთ ცისარტყელის თესლს. აყვავდება და გავანათებთ ცის სარტყელს. მოვემსახურებით მთებს და დავიმსახურებთ ცეცხლს. ღამე ტყეში ავაგიზგიზებთ და გავითბობთ ხელს./
ჩვენი ფიწრებით მოჭედილ ცაზე, გვირილები იფურჩქნება ყოველ ღამე. ანთებული ფანჯრებიდან ემოციური ქაოსი ჟონაცს და მოგონებებით გაჟღენთილ ბეტონებს მზისფრად აფერადებს.
მივიჩვევთ ცრემლს და არავინ გამოჩნდება მლაშე სევდის შესამსუბუქებლად. ღამის ცაზე მოციმციმე კენჭები ერთი მეორეს მიყოლებით მოწყდებიან და ბავშვის იმედისფრად მოელვარე თვალებში ფუჭი სურვილები დაიწყებენ დაცინვას. და ჩვენი სურვილებით მოჭედილ ცას რომ შევხედავთ, “დიდი დაძინების ქარაფზე” ასულებს ყოველი ვარსკვლავი, ცრემლად გვექცევა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →