შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

* * *

ოხ, რამდენი დრო გავიდა,
ჩაიარა წყალმა.
მახსოვს, ერთხელ ტრამვაიდან
გამიღიმა ქალმა.

შავთვალწარბამ, თეთრლოყებამ,
თავად მზისა დარმა,
სულში სითბოს წამოწყება
დამიტოვა ქარმა.

თითქოს ცეცხლთან ვიდექი და
თითქოს დამწვა ალმა,
მახსოვს - ერთხელ ტრამვაიდან
გამიღიმა ქალმა.

(c) შალვა მოსეშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →