შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მეზობელი

"როცა შვილი ცოლს მოიყვანს
მეზობელი გაგიხდება"
სომხური ანდაზა

გამარჯობა მეზობელო!
ღმერთო ჩემო, რა არ ხდება:
"როცა შვილი ცოლს მოიყვანს,
მეზობელი გაგიხდება".
პატარაა, ეფერები,
გაიზრდება, აგიხტება;
"როცა შვილი ცოლს მოიყვანს,
მეზობელი გაგიხდება".
რაც კი სხვებმა გაიარეს,
სიზმარივით აგიხდება,
"როცა შვილი ცოლს მოიყვანს,
მეზობელი გაგიხდება".
ღმერთო ჩემო, შვილია და
"მეზობელი გაგიხდება".

(c) შალვა მოსეშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →