შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მაისის დილა

კარი გავაღე,
შემომეფეთა
თვალებბრიალა დარი მეფეთა.
ლოყებ წითელა,
პირვარდიანი,
ღიმილიანი,
სახემზიანი.
მეგობარივით
შემომეგება,
გადამეხვია,
დამიწყო ქება,
თავაზიანად,
გამეცნო ფრთხილად,
მითხრა: მე ვარო
მაისის დილა.

(c) შალვა მოსეშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →