შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

67 წელი

შენს ასაკში აღესრულა საბა,
გალაკტიონს გაუშლია ფრთები,
იმ ქვეყნისკენ დრო ამ ტალღებს კაფავს,
მიდის სწრაფად, გეშინია, კრთები?

წუთით იყო, გაფრენილა ჩიტი,
რა ახლოს ხარ საიქიოს კართან,
აქ რას სტოვებ რომ ასე ხარ მშვიდი,
ორიოდე ნაკვერჩხალის გარდა.

ურემი რომ გადაბრუნდა ლაფში,
კამეჩები ჯერ ვერ მორჩნენ ცოხნას,
ზოგი კარეთ კუნტრუშობდა და შინ
ზოგიერთმა ერდო ყანად მოხნა.

ცოტა კიდევ დამაცადე, ღმერთო,
სამშობლოში კელაპტარად ვენთო.

(c) შალვა მოსეშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →