შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

იანვარი

წლის პირველი თვე ძლიერ არ მიყვარს
არ მინდა ამ თვემ გახსნას მსვლელობა
წლის პირველ თვეს მე ვეღარ ავიტან
დაე მეორემ იკისროს მერცხლობა
ამ უხეშ თვეში ვხეტიალობდი
ვბრაზობდი თოვლის გულგრილობაზე
ვეძებდი იქნებ მან მაინც შეძლოს
ჩემი გადარჩენა ამ გოლგოთაზე
გზად მივდიოდი და თან ვეძებდი
ყვითელ სამოსში გაწყობილ ფოთლებს
ზოგი გიჟს მეძახდა,მაგრამ არ იცოდნენ
რომ ამ ფოთლებში ვხედავდი ნოტებს
მე ამ ნოტების საძებნელად ვარ
ვეძებ სიმღერის რვავე გასაღებს
მაგრამ რა ვქნა რომ გზას მე არ ვირჩევ
ცხოვრება მირჩევს გზას და გასავლელს
თვის ბოლო დღეა,კვლავაც დავეძებ
ყვითელ სამოსში გაწყობილ ფოთლებს
თუ ვერ ვიპოვე ვახ ჩემო ბედო
11 თვე რა გაუძლებს შფოთვებს
გზად ვხეტიალობ და ვხედავ უცებ
ციდან დაიწყო სითეთრემ თოვა
ვაგროვებ ხელის გულში რაც მეტევა
რადგან ვიცი რომ ის აღარ მოვა
ხელებში თოვლით მივდივარ სახლში
მეხსიერება მუდამ მღალატობს
ახლაც ვშიშობ რომ ვერ გავიკლევ გზას
თოვლი გზას მიფარავს და თან ამაყობს
ყვითელი თმებით გოგო შევნიშნე
უცნობი სიმღერა ჩემს გულს ათბობდა
მეხსიერება მუდამ მღალატობს
მაგრამ ეს სიმღერა დამამახსოვრდა
მის ყვითელ თმაზე თოვლების ცვენა
თითქოს იანვარმა თავი შემაყვარა
თითქოს ეს გოგო გამომიგზავნა
აჰა შე გიჟო და აბეზარა
ყვითელმა თმებმა ნოტებიც მანახა
თითქოს დავინახე იანვრის სახე
ვიფიქრე იქნებ ეს ჩემთვის არის
ან იქნებ სულაც ეს არის მახე
მაგრამ მივხვდი,რომ იანვარს თურმე
განუზრახვია ჩემი გაღიმება
აქამდე ვერაფრით ვერ მივხვდებოდი
თუ იანვარი რას აპირებდა
აქამდე იანვარი ძალიან მძულდა
ახლა კი ეს თვე ძალიან მიყვარს
აქამდე თოვლიანი გზა მძულდა
ახლა ფიფქებთან თამაში მიყვარს
აქამდე გზაზე ვეძებდი ფოთლებს
ხმელეთზეც მეგონა მებადურები
აქამდე ფოთლებს ვეჩურჩულებოდი
ახლა კი ფიფქებს ვესაუბრები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →