შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენში

რაღაც უცხო შემომესმა
უცხო გრძნობის სიფარფატე
მისი ბგერა სადღაც მფანტავს
ფრთებ შესხმულმა ვიფარფატე

სადღაც შენი ლანდიც ვნახე
წამში ლექსი შევღაღადე
მერე ისევ ხმას გავყევი
მისი ბგერა დამღაღადებს

ძებნის მერე კარი ვნახე
ბევრი ფერი დასთამაშებს
თურმე შენში დავკარგულვარ
შენს გრძნობებზე დავთამაშებ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →