შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

არ მესმის

როგორ იღება კარები
როცა ის ჩაკეტილია
რავიცი როგორ იღება
დაუბნეველიც იბნევა

შეუძლებელი ხდება შეძლებით
და უკედლობა გვმარხავს კედლებით
როგორ არა ვთქვა? როგორ არ გითხრათ?
როცა სიდაბლეს ხსნიან კლდეებით

მთვარესაც კი ჰყავს მეგობარ ღამე
აქ გასაკვირი რა არის მეტყვით?
თუმცა რას გიხსნით უმწეო ხალხებს
უმიზეზობით მიზეზებს ებრძვით…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →