შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უსტრიქონოდ

არც მომენტები აღარ არიან
რომ კვლავ ამიწყონ ახალ ლექსები
არც სტრიქონები აღარ არიან
რომ გაუზარდონ ლექსებს ფესვები

რატომ დამტოვეს ან გადამკარგეს
კვლავ დაბრუნებას მე ვევედრები
ვისთან მივიდნენ ვინ გაახარეს
ვისი ცხოვრება გაალამაზეს?

მაგრამ ვრწმუნდები არ დამტოვებენ
მე კარგად ვიცნობ მათ ღრმა ჩანაფიქრს
მერამდენეჯერ უნდა დამთრგუნონ?
ან მერამდენედ უნდა დამღუპონ?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →