შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ღამის ნატვრა

ღამის ნაზი სიჩუმეა
ვარსკვლავები ცას მირთავენ
მთვარემ ზეცას ჩასჩურჩულა
ტვინში სიზმარს ჩამირთავენ

როგორ მიყვარს მზერა მთვარის
ჩემს თვალებზე ნაზად რომ ჰქრის
ქარი ეხლა შევამჩნიე
დილას ასე კიარ დაჰქრის

მოკლედ ზღაპარს მიქარგავენ
ეს მთვარე და ვარსკვლავები
როგორ მინდა ჩემთან იყოს
შენი ნაზი ხელ-მკლავები

იქნებ სიზმრად დამეწვიო
მთვარემ ახლა რომ ამიწყო
იმ სიზმარში დაგეხვიო
როგორც ტალღა ცხელ აგვისტოს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →