შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

არჩევნები (სატირა)

სანდრო რუხი 2 წლის წინ
თაგვს ირჩევდნენ ბაყაყები,
შეიკრიბა ელიტა,
ზოგს ცილინდრი ახურავს და
ზოგს აცვია ქვევით რა...

თაგვს ირჩევდნენ ბაყაყები,
ცხვარს უცქერენ ყასბები,
მელოტს ვარცხნეს დალალები
გრძელები და ასები.

თაგვს ირჩევენ ბაყაყები,
და იმარჯვებს სანაქები.
„ცრუ-წრუ“ − ცივად წრუწუნობს,
ნეტა ვინ რა უწუნოს!

თავდაყირა, მალაყები,
განიცდიან ბაყაყები:
დღეს განაგებს გარეთ თუ შინ,
საკბილო რომ იყო გუშინ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →