შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მე და ქარი

სანდრო რუხი 5 წლის წინ
რა მშვიდია ის საღამო, როცა მღერის ქარი,
ნაზად ახებს უჩინარ ხელს და ასე ჟღერს ქნარი,
ცის დარაჯიც ლამაზია რძისფერი თმით, ცივით,
ქარი ღერებს ცას რომ ახებს, მღერის გრიგალივით.

არ მინდა, რომ ამ შეგრძნებამ, ეჰ, დამტოვოს მარტო,
მინდა, ვიყო ნაზი ყლორტი, მოსოს სამოსმა რტო,
ქარმა მითხრას: „დამემგზავრე, მოვიმღეროთ ღამე,
მთელს მსოფლიოს ვასმენინოთ ეს საამო რამე“.

მაგრამ ვიცი ოცნებაა ყველაფერი რაც ვთქვი,
ვიცი, ფუჭი სიტყვებია თქვენთან მე რაც გავთქვი,
თუმც ოცნებით, შემიძლია ცა დავსერო მალე,
წავიმღერო ღამის სევდა ხმითვე მოწკრიალე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →