შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

...

***
ლანდად მოელვარე ცივი თეთრი შუქი,
ზეცას ნაპერწკლებად ტანზე მოსდებია,
სადაც ღამე არის,სამკვდრო ფერი მუქი,
თუ კი არ დაწერეს ტანჯვით მოკვდებიან.

თუ კი ზამთრის რისხვა სხივმა არ გაათბო,
მაშინ სიცოცხლისგან ხელი ამიღია,
ახლა ვეღარ ვიგებ,ახლა ვეღარა ვგრძნობ,
თუ რა და დავტოვე და თუ რა წამიღია.

გრძნობა მტანჯველი და გრძნობა ეკლიანი,
ლექსებს სანთელივით ცეცხლად ავუდივარ,
ისევ კალმითხელში ვზივარ სევდიანი,
ახლა რეალობით ზღაპრებს გავურბივარ.

ახლა სიმშვიდისფერ და ცივ ალიონზე,
თითქოს ხმები ისმის მკრთალი ჰანგებისა,
ახლა სულიწმინდა მჯდარი ძველ სიონზე,ჩემთვის ნანას მღერის,
ნანას განგებისა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →