შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შენ გაზაფხული გიყვარს

შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოვება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.
ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.
გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს, ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.
შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,
ერთი ხნისანი, ზაფხულში, ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.

(მთარგმნელი გრიგოლ აბაშიძე)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →